გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ''ეტაპობრივად'' მოხსნას არ გამორიცხავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ''ეტაპობრივად'' მოხსნას არ გამორიცხავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი დონბასში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "ეტაპობრივად" მოხსნას არ გამორიცხავს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ოფიციალური შეთანხმება - მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 100%-იანი მშვიდობა იქნება, ჩვენ მაშინ გავაუქმებთ სანქციებს", - განაცხადა მინისტრმა. ამავე დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ეს "აბსოლუტურად არარეალურია". ზიგმარ გაბრიელის თქმით, ევროკავშირმა სანქციები "ეტაპობრივად" დააწესა და ისინი "ეტაპობრივად" მოიხსნება. "ფაქტობრივად, ეს ცნობილი ფაქტია," - განაცხადა მან.

აგვისტოს ბოლოს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროპული სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ უკრაინაში არსებული კრიზისი მოგვარდება. "თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებების ნაწილს შეასრულებს, ჩვენ რუსეთისგან სანქციების მოხსნის შესახებ მოთხოვნას შევასრულებთ", - განაცხადა მერკელმა.

პირველი ანტირუსული სანქციები 2014 წლის გაზაფხულზე დააწესა - ჯერ აშშ-მა, შემდეგ კი ევროკავშირმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა. მოგვიანებით დონბასში საომარი მოქმედებების დაწყებამდე შემაკავებელი ზომების საწყისი პაკეტი შეიზღუდა.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212