მზადება ისტორიული შედეგისთვის - ფუტსალის ნაკრები რუმინეთშია

მზადება ისტორიული შედეგისთვის - ფუტსალის ნაკრები რუმინეთშია

  • სპორტი
  • 11 სექტემბერი, 2017
  • 19:29
  • მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთშია და ისტორიული შედეგისთვის ემზადება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი, ხვალ, ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველ შეხვედრას რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, საბოლოოდ კი, ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა, თბილისში გადაწყდება. 

ეროვნულმა გუნდმა მატჩის მასპინძელ დარბაზში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძის გარეშე ივარჯიშა. გიორგი ნიშნიანიძეს რუმინეთში დღეს ელოდებიან. საქართველოს ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება ნატურალიზებული ფუმასა,რომელიც გუნდს გასულ კვირას შეუერთდა.

ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველი მატჩი რუმინეთისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებებს შორის 12 სექტემბერს თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 26 სექტემბერს თბილისში შედგება. ფლეიოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი)

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

3 საათის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარლამენტთან შეკრებილი ძიუდოისტები იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237