ფოთში საცხოვრებელი ბინის ჭერი ჩამოინგრა

ფოთში საცხოვრებელი ბინის ჭერი ჩამოინგრა

ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის შესასვლელში ჭერი ჩამოინგრა.შემთხვევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბინის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მოსალოდნელ საშიშროებასთან დაკავშირებით, არერთხელ მიმართეს შესაბამის სამსახურს,თუმცა უშედეგოდ:

“შენობა ავარიულ მდგომარეობაშია,აქ 12 ოჯახი ვცხოვრობთ, წუხელ ჭერი ჩამოინგრა და კინაღამ საბედისწერო შემთხვევის მოწმე გავხდით.გვაწვიმს,ყველაფერი დამპალია და ამორტიზებული,არავინ გვაქცევს ყურადრებას“ განაცხადა მარინა წულაიამ.

შემთხვევის ადგილზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,მათ ადგილობრივ ხელისუფლებას სასწრაოდ რეაგირებისკენ მოუწოდეს:

“ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს ნგრევა გაგრძელდეს და საფრთხე შეექმნას მოსახლეობას. პასუხისმგებლობას ვაკისრებ ადგილობრივ თვითმმართველობას,ქალაქის მერს და იმ სამსახურს, რომლის მოვალეობაცაა აღნიშნულით დაინტერესდეს.მოუწოდებ მათ დაუყონებლივ მოაგვარონ ეს პრობლემა,რომელიც სასიცოცხლოდ,მნიშვნელოვანია ჩვენი თანაქალაქელებისთვის“ განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ფოთის მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ.

ჩვენთან საუბარში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ჯამბურიამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის დეტალურად შესწავლის შემდეგ,მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

1 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176