გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

"ბიზნესთან სათქმელი ყოველთვის ბევრი გვაქვს,  ეს სათქმელი არის ორმხრივი და ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ  ის რეფორმები,  რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს და ახორციელებს", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ბიზნესასოციაციებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან და ეს იყო ჩვეულებრივი, ძალიან ნაყოფიერი რიგითი შეხვედრა.

"ბევრ საკითზე ვისაუბრეთ, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს EBRD-ის  პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული მნიშვნელოვანი მესიჯები, დღეს ასევე   სავალუტო ფონდის მისიის მუშაობაც დაიწყო  და ესეც ალბათ პოზიტიური შედეგებით დამთავრდება.

იმ რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების  წარმატება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული ბიზნესის ამ ცვლილებებში ჩართვით და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველთვის ვთანამშრომლობთ. დღეს განვიხილეთ საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა,  ფოსტის კანონის ცვლილება და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ჯიპიაი ჰოლდინგმა მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

ჯიპიაი ჰოლდინგმა მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

47 წუთის წინ

კახეთში ათობით ჰექტარი ვენახია დაზიანებული, გორში სოფელ შინდისში კი სეტყვამ და ქარმა ვაშლის ბაღებს მიაყენა ზიანი. კომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო რეაგირება და ამ ეტაპზე მიმდინარობს დაფიქსირებული შემთხვევების ანალიზი. ჯიპიაი ჰოლდინგის...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176