პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკიმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე - საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრეს.

პრემიერის შეფასებით, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ი საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია.

შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

სერგეენკო: სამინისტროების შემცირება საკუთრივ თანამშრომლების გაშვება და ხელფასების დაზოგვა არაა

სერგეენკო: სამინისტროების შემცირება საკუთრივ თანამშრომლების გაშვება და ხელფასების დაზოგვა არაა

5 წუთის წინ

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მცირე მთავრობის უპირატესობა არის ის, რომ არა საკუთრივ თანამშრომლების გაშვება და ხელფასების დაზოგვაა, არამედ ისეთი სისტემის შექმნა, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან გენერირებამდე და აღსრულებამდე...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151