ოთარ დანელია CRCC წარმომადგენლებს შეხვდა

ოთარ დანელია CRCC წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უდიდესი სახელმწიფო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კორპორაცია, China Railway Construction Corporation Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   

ოთარ დანელიამ და კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ცუნგ ძიაჭუნგმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ღვინოზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია.

CRCC წარმომადგენლებმა ოთარ დანელიასთან საქართველოში კომპანიის მიზნები გააცნეს.

ცუნგ ძიაჭუნგისს თქმით, კომპანიის ბიზნეს არეალი მოიცავს ინჟინერიას, მშენებლობას, კვლევას, პროექტირებას, უძრავი ქონების პროექტების განვითარებას, წარმოებას, ფინანსებს, დაზღვევას და სხვა.

შეხვედრის მიმდინარეობისას დაიგეგმა ვიზიტი აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესაფასებლად.

მხარეებმა დასასრულს, ჩინეთის მწერალთა კავშირის წარმომადგენლობის ვიზიტზეც ისაუბრეს.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

5 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237