სააკაშვილი: დანაშაული იყო ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა

სააკაშვილი: დანაშაული იყო ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა

"დანაშაული იყო ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. დანაშული იყო ჩემი ხელმოწერის გაყალბება", - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ლვოვში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"პოროშენკომ შეარჩია დრო, როდესაც ქვეყანაში არ ვიყავი. მან შეცვალა კომისიის შემადგენლობა. ყველა საკითხი, ჩემს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთში გადაწყვიტა. მან ამით დაარღვია კანონი. დანაშაული იყო ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. დანაშული იყო ჩემი ხელმოწერის გაყალბება", - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთის მხრიდან, შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტით გადავიდა უკრაინაში და ახლა ლვოვში იმყოფება. უკრაინაში, აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითაა აღძრული.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193