მაღალმთიან აჭარაში "ქართულ ოცნებას" მერობის 3 კანდიდატი ეყოლება

მაღალმთიან აჭარაში "ქართულ ოცნებას" მერობის 3 კანდიდატი ეყოლება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მაღალმთან აჭარაში 2017 წლის თვითმმართველობის 21 ოქტომბრის არჩევნებზე მერობის კანდიდატებს ხვალ, ბათუმში წარაგდენს, თუმცა მათი ვინაობა ცნობილია. 

ხულოს მუნიციპალიტეტის მერობისთვის კურორტ "გოდერძი"-ს დირექტორის ყოფილი მოადგილე გოჩა მელაძე იბრძოლება. 

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს,  აქ მერობისთვის ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს. იგი აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ასევე მუშაობდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსად.

ქედაში მერობის კანდიდატი, პროფესიით ექიმი ლევან გორგილაძე იქნება.  იგი 2012 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საქმიანობდა. ის სხვადასხვა წლებში გახლდათ მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ბოლოს კი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი იყო. 

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

29 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212