გიორგი ღვინიაშვილს "ნაცმოძრაობა" კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს

გიორგი ღვინიაშვილს "ნაცმოძრაობა" კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და ,,ევროპულ საქართველოს" შორის დაპირისპირებაა. საქმე ეხება „ნაცმოძრაობის“ სოფელ ჩალაუბნის დეპუტატობის კანდიდატს მაკა ფრიდონაშვილს. ენმ-ის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტია ,,ევროპული საქართველოს,, წარმომადგენელმა გიორგი ღვინიაშვილმა ფრიდონაშვილზე ზეწოლა განახორციელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი ამბობს, რომ მათი პარტიის მიერ მაკა ფრიდონაშვილის კანდიდატურის დაყენება გიორგი ღვინიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც ფრიდონაშვილზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება დაიწყეს.

"გიორგი ღვინიაშვილმა ჩვენს კანდიდატს დაურეკა და ცდილობდა მისთვის გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა. მოგვიანებით კი მაკას დაემუქრა, თუ კანდიდატურას არ მოხსნიდა, შესაძლოა, სოფელ ჩალაუბნის სკოლიდან მისი დედის, სამსახურიდან გაშვება მომხდარიყო. ამ საუბრის დასრულებიდან მალევე, მაკას დაურეკა ჩალაუბნის სკოლის დირექტორმა და საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ დედამისს სამსახურიდან გააგდებდა. ჩემი აზრით, ეს ზარები უბრალოდ დამთხვევა არ ყოფილა,,- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას თემურ ბუწაშვილმა.

,,აიპრესი,, გიორგი ღვინიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც მაკა ფრიდონაშვილთან სატელეფონო საუაბრს ადასტურებს, თუმცა რაიმე სახის წეზოლას კატეგორიულად უარყოფს.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

5 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237