ჯეჯელავა: თანამედროვე სკოლაში მასწავლებელი არის როგორც ბებია სახლში

ჯეჯელავა: თანამედროვე სკოლაში მასწავლებელი არის როგორც ბებია სახლში

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თანამედროვე სკოლაში მასწავლებელი არის ფასილიტატორი, როგორც ბებია სახლში, რომელიც ბავშვებს კი არ ხელმძღვანელობს, არამედ ყურადღებას აქცევს. ამის შესახებ ჯეჯელავამ "იმედის" ეთერში სამაგიდო თამაშებთან დაკავშირებული ახალი ინიციატივის განხილვისას განაცხადა.

"თამაში, რემელსაც აზარტი ახლავს, აზარტუილი თამაში არ არის. საუბარია, რომ თამაშით სწავლა იწვევს ბავშვებში სწორედ აზარტს, მაგალითად, ამერიკაში ძალიან პოპულარულია "სქრაბლი", რომელიც არის საუკეთესო თამაში რომ არითმეტიკა და მართლწერა ასწავლო ბავშვებს. მასწავლებლები აკეთებენ ფასილიტაციას. ეს ჩვენ თავშია ჩარჩენილი რომ მასწავლებელი არის გემის კაპიტანი. თანამედროვე სკოლაში მასწავლებელი არის ფასილიტატორი. როგორც ბებია სახლში ბავშვებს კი არ ხელმძღვანელობს რა ითამაშონ, რამე რომ არ დაიზინონ იმას აკეთებს. თანამედროვე კლასში მასწავლებელი ხანდახან კუთხეში ზის და უყურებს ან არ იჩხუბონ ან რამე",- განაცხადა ჯეჯელავამ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშების შეტანას გეგმავს. პროექტის ფარგლებში, სამინისტრო განიხილავს თამაშების შეძენას და შეტანას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი.

Google საქართველოს დროშით და მსოფლიოს პირველი პირების მილოცვა საქართველოს - დამოუკიდებლობის დღე

Google საქართველოს დროშით და მსოფლიოს პირველი პირების მილოცვა საქართველოს - დამოუკიდებლობის დღე

42 წუთის წინ

წელს, საქართველო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავს. ამ დღეს, საქართველოსთან ერთად, მთელი მსოფლიო ეხმაურება. Google-ის მთავარ გვერდზე საქართველოს დროშა და მთებია გამოსახული. პრეზიდენტის ადმინისტრაციის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237