ვაშაძის განცხადებით, ის შეხვდა ბუკიკიოს და "ქართული ოცნების" დესტრუქციულ პოლიტიკა გააცნო

ვაშაძის განცხადებით, ის შეხვდა ბუკიკიოს და "ქართული ოცნების" დესტრუქციულ პოლიტიკა გააცნო

"პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს" ლიდერი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. გიორგი ვაშაძის  განცხადებით, ის პირადად შეხვდა ჯანი ბუკიკიოს და გააცნო ინფორმაცია 'ქართული ოცნების" დესტრუქციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

"მქონდა სტრასბურგში შეხვედრები, სადაც ვესაუბრე ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ.

გავაცანი მათ ინფორმაცია იმ დესტრუქციული პოლიტიკის შესახებ, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მმართველ გუნდს სურს კონსტიტუცია საკუთარ ინტერესებზე მოირგოს. შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ისინი შეშფოთებულები არიან იმ პროცესებით რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ფაქტიურად მათი 9 თვიანი მუშაობა ამ მიმართულებით არის წყალში გადაყრილი. "ქართული ოცნება" ვერ ასრულებს მთავარ ვალდებულებას რაც აიღო ამ პროცესების დაწყების წინ-სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანა საარჩევნო სისტემის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი 22 სექტემბერს წინასწარ პოზიციას გამოაქვეყნებენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი საქართველის" ლიდერის განცხადებით, ერთადერთი გზა, "ქართული ოცნების" შეჩერებისთვის არის ოპოზიციის აქტიურობა. გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მზად უნდა იყოს საპროტესტო აქციების გამართვისთვისაც.

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

1 საათის წინ

"დაამტკიცეს აჭარის მთავრობის ახალი მეათაური და ისევ გამახსენდა დიდი მსგავსება ჩემსა და იმანუელ კანტს შორის. იმას მაღლა ცაში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აოცებდა და მორალური კანონები საკუთარ თავში. მეც ხომ მასავით ორი რამ მაოცებს:...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080