ბათუმის მერობის კანდიდატი: კულტურული ძეგლის ხარჯზე ინვესტიციების განვითარება არ შეიძლება

ბათუმის მერობის კანდიდატი: კულტურული ძეგლის ხარჯზე ინვესტიციების განვითარება არ შეიძლება

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ძეგლის ხარჯზე ინვესტიციების განვითარება“, - ასეთი მიდგომა აქვს „ქართული ოცნების“ბათუმის მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.

როგორ გეგმავს გამარჯვების შემთხვევაში ლაშა კომახიძე ბათუმის ძველი უბნების განვითარებასა და რა გეგმები აქვს იმ უსახურ შენობებთან დაკავშირებით,რომელიც ახალ უბნებში მომრავლდა, ამის შესახებ მან „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

თქვენ ამბობთ, რომ მოახდენთ ძველი უბნების კონსერვაციას. რას გულისხმობთ და როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება? ასევე მაინტერესებს თქვენი ხედვა არა ძველ, არამედ ახალ უბნებში უსახურ შენობებთან დაკავშირებით, რომელიც არანაირ არქიტექტურასა და დიზაინში არ ჯდება.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი ძველი უბნები არის ჩვენი ისტორია, ჩვენი გუშინდელი დღე, ისტორია იმისა, საიდან მოვდივართ ჩვენ.  თუ ის გავანადგურეთ,  მომავალს ვერ შევქმნით.

მე ყოველთვის იმას ვუსვამ ხაზს, რომ სხვა ჭრილში უნდა შევხედოთ ამ ძეგლებს, სხვა ჭრილში უნდა შევხედოთ ქალაქის ძველ უბანს, რამდენად შეიძლება და როგორ შეიძლება მის ირგვლივ კონცეფციის განვითარება. ასეთი ადგილები მხოლოდ სიძველის, ფეხით სიარულის, შთაბეჭდილების მიღების ობიექტი არ უნდა იყოს.  ძველი ბათუმი უნდა გახდეს  კულტურული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური ცენტრი.

მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია არა მხოლოდ ქალაქის ძველ უბნებში, შესაძლებელია ახალ უბნებშიც. ჩვენ შეგვიძლია გავაჩინოთ ქალაქის ახალ უბნებში მსგავსი ტიპის ცენტრები და ეს ცენტრები გახდეს შემდეგ მასტიმულირებელი იმ უბნების განვითარების და მისცეს იმ უბნებს საერთოდ ახალი დანიშნულება,  ახალი სიცოცხლე შემატოს მას და გააძლიეროს ინვესტორთა ყურადღება ამ ნაწილისადმი, მისცეს სრულიად ახალ ინიციატივებს დასაწყისი. ამ პროცესებს თან სდევს, იქ არსებული საცხოვრებელი სახლი იქნება თუ მიწა, მისი ღირებულების მატება. ეს მოსახლეობის პირდაპირ ინტერესებშიცაა. 

რაც შეეხება უსახურ შენობებს, რომელიც არ ჯდება არანიარ არქიტექტურულ სტილში და ქალაქს ამახინჯებს. ამ პრობლემის მოგვარებას როგორ აპირებთ?

 

ახალ აშენებული უსახური შენობები არის არსებული მოცემულობა. რაც შეეხება ჩემს პერიოდში ახალი შენობების აგებას, რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვიქნები მომხრე დაცული იყოს პროპორციები, რაც არის განსაზღვრული კანონით, რაც გულისხმობს მწვანე საფარის შენარჩუნებას,  პარკინგ ტერიტორიის გათვალისწინებას და ასე შემდეგ, რაც დაკავშირებულია სწორ სივრცით განლაგებასთან და არ საჭიროებს მტკიცებას, რომ ეს უნდა იყოს დაცული.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

7 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212