11 სექტემბრის ტერაქტიდან 16 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 16 წელი გავიდა

11 სექტემბრის ერთ-ერთი ყველაზე და მასშტაბური ტერორისტული თავდასხმიდან 16 წელი გავიდა.

ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

მათ გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი.

გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

2016 წლის 12 აპრილს სენატორებმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ანგარიშის საიდუმლო  მასალების ნაწილის გასაჯაროვებისკენ მოუწოდეს. დოკუმენტი  2003 წელს გამოქვენდა და ის 800- გვერდიანია. 

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212