პრემიერი: გურიაში ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა, ეს ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ უნდა ვაქციოთ

პრემიერი: გურიაში ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა, ეს ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ უნდა ვაქციოთ

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გურიაში ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა და ეს ხალხის შემოსავლის წყაროდ უნდა იქცეს.

„გურიაში, ამ ულამაზეს მიწაზე, ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა - მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. როდესაც მსოფლიოში ისეთი უნიკალური კურორტები გვაქვს, როგორიცაა ბახმარო და ურეკი, ჩვენ ბოლომდე უნდა ავითვისოთ ეს სიმდიდრე, და ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისი თქმით, ბახმაროს განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უკვე დამტკიცებულია. 

„გასულ წელს, პირველად ისტორიაში, ბახმარომ, როგორც ზამთრის კურორტმა, უმასპინძლა ტურისტებს. გერმანელმა ინვესტორებმა, კურორტზე ზამთრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ასევე, იგეგმება სასტუმროს აშენება, რაც 4-ჯერ გაზრდის ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობას“, - აცხადებს პრემიერმინისტრი. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამთო კურორტი გომის მთა უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. 

პრემიერის ინფორმაციით, კურორტ გომის მთაზე შენდება წყალმომარაგების სისტემა და იგეგმება კურორტის სრული ელექტრიფიკაცია. 

„როდესაც იქ იქნება წყალი და დენი, და ასევე დაიგება გზა, ეს შექმნის პირობას დამსვენებლებისა და ტურისტების გახდება მიმზიდველი ადგილი. დარწმუნებული ვარ, გომის მთაც მალე გახდება დამსვენებლებისათვის ერთ-ერთი საყვარელი და კომფორტული ადგილი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

5 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237