მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომელიც უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა, დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.

გავრცელებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის სამხრეთ მუნიციპალიტეტში 71 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მეზობელ შტატში კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტ ტაბასკოში - ოთხი.

მანამდე, ქვეყნის პრეზიდენტმა ენრიკე პენიამ, 65 დაღუპულის შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მექსიკის სეისმოლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მიწისძვრის სიმძლავრემ 8,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის შემდეგ, სეისმოლოგებმა კიდევ 62 ბიძგი დააფიქსირეს. ბიძგებმა კი მცირე ცუნამი გამოიწვია, რომლის ტალღების სიმაღლე ერთ მეტრს არ აჭარბებდა. მიწისძვრის შედეგად, 200 ათასი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

4 საათის წინ

რუსული მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზით მიღებაა.ბინაში კიდევ ერთი ქართველი იმყოფებოდა, რომელმაც მისი გარდაცვალებისთანავე დატოვა ბინა. თავად კვირკველია კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212