დეკანოზი გიორგი მამალაძის ბოლო სიტყვა სასამართლოში: რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე

დეკანოზი გიორგი მამალაძის ბოლო სიტყვა სასამართლოში: რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და დღეს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

„პატივცემულო მოსამართლევ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი საქმის განხილვა დაგევალათ, შიშმა და უნდობლობამ შემიპყრო. უნდობლობა და უსამართლობის მოლოდინი რომ გამაჩნია, ვფიქრობ, თქვენთვის რთული გასაგები არ უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, ვეცადე საკუთარი თავის დამშვიდება და დარწმუნება თქვენს მიერ განხილული საქმეების სტატისტიკის მოშველიებით.

თუმცა, დამეთანხმებით, რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როცა სახელმწიფო სისტემა გიპირისპირდება და მაშინ, როდესაც უსამართლო განაჩენის შემთხვევაში, სამუდამო სასჯელიც კი მემუქრება. ძნელია, შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც ჩემს გამო, ეპისკოპოსებსა და რიგით სასულიერო პირებზე ახორციელებენ ზეწოლას, რათა მათ ხმა არ ამოიღონ უსამართლობის წინააღმდეგ. უსამართლობისა, რომელიც პროკურატურამ, დამკვეთებთან ერთად, აღასრულა. რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც ჩემი ადვოკატების ოჯახის წევრებზე და მეგობრებზეც კი ხორციელდება ზეწოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ ჩემი ადვოკატების ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.

თქვენ დღეს ბრძანდებით მსაჯული, რომელმაც, პილატეს მსგავსად, უნდა განსაზღვროთ უდანაშაულო ადამიანის ბედი. პილატემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამო, აგერ, უკვე ორი ათასი წელია, მისი სახელი უსამართლობასთან ასოცირდება. იმ დროს პილატეს წინაშე იდგა უცოდველი ადამიანი, დღეს კი თქვენს წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი, არა მკვლელობის მომზადებელი. წინასწარმეტყველი ზირაქი ამბობს, სიტყვაშია პატივი და უპატიობა, ენაა ადამიანის დამღუპველი.

სწორედ ამაშია ჩემი ბრალეულობა, სწორედ ამიტომ ორი ადამიანის კერძო საუბარს, რომელსაც პროვოკაცია ედო საფუძვლად და, რომელიც პროკურატურამ ბრალდებად გამოიყენა, თქვენ მაინც ნუ აქცევთ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად. ნუ დააყენებთ კანონზე მაღლა ხელისუფალთ და ფარისეველთ. ნურც თქვენს თანამდებობას, რათა თქვენი სახელი ასოცირდებოდეს არა უსამართლო პილატესთან, არამედ სამართლიან თემიდასთან,“ - განაცხადა დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძემ სასამართლოში, რომელსაც "კურიერი" ავრცელებს.

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

22 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237