სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ხოლო აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის მოქმედი მოადგილე ლორა კოპერი.

მხარეებმა განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა, საერთაშორისო ტერორიზმის დასამარცხებლად აშშ-საქართველოს მიერ გაწეული კოორდინირებული ქმედებები, რეგიონში და უშუალოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და ნატო-ს მოკავშირეებთან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის თანხვედრის გაძლიერებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.

ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს თავდაცვის სფეროში მზაობისა და ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და აშშ-სთან ერთობლივი პროექტების მიმდინარე მდგომარეობა გააცნო.

ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე მოწონება გამოთქვა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზე მადლიერება გამოხატა.

პარტნიორებმა მომავალშიც მყარი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მზაობა გამოთქვეს.

გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი ჩვენი ძირითადი კომპონენტია, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ

გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი ჩვენი ძირითადი კომპონენტია, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ

16 წუთის წინ

"მინდა გითხრათ ის მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე ჩვენ განვახორციელეთ, ეს გახლავთ ის რომ ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212