ძლიერი ქარის გამო, კოხტას მთაზე ლოკალიზებული რამდენიმე კერა აალდა

ძლიერი ქარის გამო, კოხტას მთაზე ლოკალიზებული რამდენიმე კერა აალდა

დღეს სოფელ ართანასთან, კოხტას მთაზე ცეცხლის ქრობის პროცესში არ ჩართულია ავიაცია. თელავის აეროპორტში შექმნილ საგანგებო შტაბში განმარტეს, რომ ქართულმა და ირანულმა ვერტმფრენებმა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური დათვალიერება გაიარეს.  

"დღის განმავლობაში სამივე ვერტმფრენმა გაიარა ტექნიკური დათვალიერება, ამით ცეცხლის ქრობის პროცესი არ შეფერხებულა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა საკმარისი ცოცხალი ძალა. ქარმა მცირე პრობლემები შექმნა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს",- განაცხადა დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ.

ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი ქარის გამო, კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული რამდენიმე კერა აალდა, რამაც დაკვამლიანება გაზარდა. ართანაში ამბობენ, რომ ყოველ დილით, სოფელში ძლიერეი დაკვამლიანებაა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშომლები ცეცხლის კერასთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. რაც შეეხება ავიაციას, ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას სავარაუდოდ ხვალ დილიდან განაახლებენ.

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

21 წუთის წინ

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212