ირაკლი კობახიძე გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა

ირაკლი კობახიძე გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურასთან, ირაკლი მექვაბიშვილთან შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი მექვაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

7 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212