უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე ტურისტებს აფრთხილებს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე ტურისტებს აფრთხილებს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ტურისტებს აფრთხილებს, რომ 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვართან შესაძლოა პრობლემები შეიქმნას. განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

სამინისტროს განმარტებით, "ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და პარლამენტარის" ორგანიზებით, ბლოკ-საგუშაგოსთან "მასობრივი აქცია" იგეგმება.

"კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბერს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ, რომ სხვა სატრანსპორტო მარშრუტები აირჩიოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დისკომფორტი", - ნათქვამია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნებას „კრაკოვეცის“ საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით გეგმავს.

"უკრაინაში დავბრუნდები. 10 სექტემბერს პოლონეთიდან „კრაკოვეცის“ სასაზღვრო ზოლში ჩავალ", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია, შესაძლოა მომავალ კვირას განხორციელდეს

ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია, შესაძლოა მომავალ კვირას განხორციელდეს

35 წუთის წინ

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამავე პერიოდში ეკვადორის პრეზიდენტის ლენინ მორენოს ვიზიტი იგეგმება, რომლის საიდუმლო ვიზიტის მიზანი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და ასანჟის სტატუსის განხილვაა. მანამდე, ლენინ მორენო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080