"ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, ვერტმფრენი რომელ უწყებას გადაეცემა"

"ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, ვერტმფრენი რომელ უწყებას გადაეცემა"

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ ჟურნალისტებთან PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, ვერტმფრენი რომელ უწყებას გადაეცემა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სწორი იქნება თუკი ვერტმფრენები,  თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა:

"არ არის გადაწყვეტილი, PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები თავდაცვის სამინისტროს გადმოეცემა თუ სხვას. შეიძლება,  უფრო სწორი იყოს, შსს-ს გადაეცეს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს. მთავრობა გადაწყვეტს ამას“, - აღნიშნა დავით ებრალიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენების გამოყენება სტიქიის დროს იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ გაჩერებულია ეკონომიკის სამინისტროში და შემოწმების გარეშე მათი ფრენა სარისკო იქნებოდა.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

1 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237