ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება

ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება

ელტონ ჯონის კონცერტი Black Sea Arena-ზე 2017 წლის 16 და 17 სექტემბრის ნაცვლად 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Eastern Promotion ავრცელებს.

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ეწვევა. შესაბამის ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს. Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ეს ორი კონცერტი იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში ჩაატარებს.

საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი, ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის, დეივი ჯონსთოუნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. დეივი ჯონსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს - ჯგუფის შეუცვლელი წევრი და მუსიკალური დირექტორია. ელტონ ჯონი, მისი ბენდი და ბენდის მენეჯმენტი, SOLO და Eastern Promotions, გულწრფელად წუხან მომხდარის გამო და ბოდიშს უხდიან ქართველ მსმენელს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ელტონ ჯონის წარმომადგენელი ოფიციალურ პრესრელიზსაც ავრცელებს.
​​​

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

11 ივნისი, 2018

ინფორმაციას ავრცელებს ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილიც.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212