მეუფე პეტრე მეუფე დიმიტრის: პატრიარქის ძმიშვილობა არ არის იმუნიტეტი

მეუფე პეტრე მეუფე დიმიტრის: პატრიარქის ძმიშვილობა არ არის იმუნიტეტი

ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლოტის, მეუფე დიმიტრის შესახებ განაცხადა.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ციანიდის საქმე" სათავეს მეუფე დიმიტრისგან იღებს და პატრიარქობისთვის იბრძვის, რის გამოც მან არაერთხელ მოუწოდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს გაეკეთებინა განმარტება, თუმცა მეუფე დიმიტრიმ დუმილი არჩია.

"პატრიარქის ძმიშვილობა არ არის იმუნიტეტი. მეუფის სიძის მისამართით ასევე იყო ბრალდებები გაჟღერებული. კატეგორიული თხოვნის მიუხედავად ამ განცხადების ავტორს გაეკეთებინა განმარტება და გვემსჯელა რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, მან ეს არ ისურვა, ანუ დადუმდა. 

შემდეგ როდესაც პატრიარქი მიემგზავრება საოპერაციოდ გერმანიაში და მეუფე დიმიტრის კურთხევით გერმანიაში მიმავალ მღვდელს, მის მარჯვენა ხელს ეპარქიაში, რომლისთვისაც ღმერთისა და პატრიარქის შემდეგ მეუფე დიმიტრი იყო ყველაზე დიდი პიროვნება და ავტორიტეტი, აპატიმრებენ და იტაცებენ აეროპორტში და ზეწოლას ახდენენ დეკანოზ ზეწოლითა და განაცხადებით, თითქოს ის მიემგზავრებოდა პატრიარქის მოსაწამლად და თითქოს მისი თანამზრახველები იყვნენ სოსო სოსო ოხანაშვილი, პატრიარქის დაცვის უფროსი და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი. რაც მამაოსთვის შოკი იყო", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

კობახიძე: პრეზიდენტის საუბარი ცარიელ მაცივარზე ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმია

კობახიძე: პრეზიდენტის საუბარი ცარიელ მაცივარზე ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმია

5 წუთის წინ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები მიზანშეუწონლად გაბერილია. „მე მახსოვს, საუბრობდა ბატონი პრეზიდენტი ეკონომიკასთან დაკავშირებით, მის გამოსვლაზე აღარ შევჩერდები, იყო აბსოლუტურად სუსტი...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319