მეუფე პეტრე: მეუფე დიმიტრის პრესკონფერენცია საბრალო იყო და პასუხს არ იმსახურებდა

მეუფე პეტრე: მეუფე დიმიტრის პრესკონფერენცია საბრალო იყო და პასუხს არ იმსახურებდა

ამის შესახებ ჭყონდიდელი მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი პილატეს სასამართლოს და 80-იან წლებში დახვრეტილი უდანაშაულო მღვდლის სასამართლო პროცესის გაგრძელება იყო.

"ნამდვილად საბრალო და უსუსური იყო მეუფე დიმიტრის (ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი) პრესკონფერენცია და პასუხს არ იმსახურებდა რომ არა საზოგადოების ინტერესის მიმართ დიდი პატივისცემა. საზოგადოება უნდა ფლობდეს სწორ ინფორმაციას, რომელიც საუკუნის მოვლენა და სკანდალია. საქართველოს უახლოესმა ისტორიამ უნდა შეაფასოს ეგ საკითხი სწორად. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. 

ვადასტურებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო გაგრძელება პილატეს სასამართლოსი, უღმერთო სასამართლოსი, იყო გაგრძელება 80-იანი წლების უდანაშაულო მღვდლის დახვრეტისა, სადაც სასამართლო აბსოლუტურად მონურ მდგომარეობაში იყო საბჭოტა ხელისუფლებისა. იყო ბრმა დაკვეთა და ანტისახელმწიფოებრივი", - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

59 წუთის წინ

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევაში გამოკვეთილი საკითხები, მათ შორის შემაშფოთებელი სტატისტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, ფემიციდის შემთხვევათა გარემოებები და სახალხო დამცველის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186