აბაშის მუნიციპალიტეტში პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი იმართება

აბაშის მუნიციპალიტეტში პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი იმართება

აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი გაიხსნა, სადაც 4 დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება 36 ქვეყნის 180 მოკლემეტრაჟიანი (10 წუთამდე) ფილმი - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, აბაშაში 15-მდე ქვეყნის დელეგაციაა ჩამოსული, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანის, ბულგარეთის, პოლონეთის და მსოფლიოს სხვაქვეყნებიდან. აბაშის კინოფესტივალში ჩართულები არიან ადგილობრივი მოზარდები, რომლებიც უკვე სამი წელიწადია საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლაში ეუფლებიან კინოხელოვნებას და ქმნიან კინოპროდუქტს, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ნორჩი კინემატოგრაფისტები (10-18 წლის ახალგაზრდები).

ფესტივალი გახსნა ღონისძიების სულისჩამდგმელმა და ორგანიზატორმა პროფესორმა ზვიად დოლიძემ. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ფესტივალის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა მამა კონსტანტინემ, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ქურდოვანიძემ.

აუდიტორია ოვაციით შეხვდა ახლახან გამართულ კლასიკურ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორს, ბრინჯაოს მედლის მფლობელს აბაშელ რევაზ ნადარეიშვილს.
კინოფესტივალის პრიზია „ოქროს ბატიბუტი“, რომელიც გადაეცემა შვიდ ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმებსა და ნორჩ კინემატოგრაფისტებს.

კინოფესტივალის საკონკურსო ფილმებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან - ჟიურის თავმჯდომარე, კინორეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოვაშვილი (საქართველო) და ჟიურის წევრები: კინორეჟისორი და კინოდრამატურგი იური დაჩევი (ბულგარეთი) და კინოკრიტიკოსი ანა საევიჩი (პოლონეთი).

საკონკურსო ფილმების ჩვენებამდე მაყურებლებს წარუდგინეს აბაშის საზაფხულო-საყმაწვილო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული პირველი ფილმები. ფესტივალის პირველი საკონკურსო დღე სოფელ ძველ აბაშაში გამართული ფოლკლორის საღამოთი დასრულდა. ღონისძიება ამ სოფლის მკვიდრი პოეტის კაჟან ცისკარელის (ირაკლი ქოიავა) დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილეს ეძღვნებოდა. საღამოს ესწრებოდნენ უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები, აბაშის საპატიო მოქალაქეები, პოეტის მეგობრები და პოეზიის მოყვარულები.

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

27 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212