კახეთში, სტიქიის ზონაში ირანის ელჩი იმყოფებოდა

კახეთში, სტიქიის ზონაში ირანის ელჩი იმყოფებოდა

თელავის აეროპორტში იმყოფებოდა ირანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სეიედ ჯავად შაჰიდი. დიპლომატმა საგანგებო შტაბის წევრებთან გამართა შეხვედრა და ვერტმფრენიდან კოხტას მთის ფერდობზე არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერა.

ირანის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ ირანული ავიაცია დაეხმარება ქართველ მაშველებს მანამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.

,,როდესაც ქართული მხარის თხოვნა მივიღეთ, ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავერთეთ ოპერაციაში. უკვე მეხუთე დღეა, ადგილზე ირანული ავიაცია მუშაობს. ჩვენმა პილოტებმა ამ დროის განმავლობაში 575 ტონა წყალი გადაიტანეს სტიქიის ზონაში.,, - განაცხადა სეიედ ჯავად შაჰიდმა.

ხანძრის ლიკვიდირების სამუშაობს მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, ამ დროისთვის ხეობაში ძლიერი ქარია, თუმცა საგანგებო შტაბში აცხადებენ,რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

28 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212