სახელმწიფო დეპარტამენტმა სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოში ჩხრეკის ჩატარებაზე ინფორმაცია უარყო

სახელმწიფო დეპარტამენტმა სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოში ჩხრეკის ჩატარებაზე ინფორმაცია უარყო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოში ჩხრეკის ჩატარებისა და დაზიანების შესახებ ინფორმაცია უარყო. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

"რუსეთის ხელისუფლების ბრალდებები, მათ შორის ის, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები სან ფრანცისკოში გენერალურ საკონსულოში ჩხრეკას აწარმოებდნენ ან შენობას აზიანებდნენ, სიცრუეა" - განუცხადა სააგენტოს უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან დასძინა, რომ რუსული მხარე საკონსულოს თანამშრომლებისთვის 1 ოქტომბრამდე ყოფნის ნებართვის შესახებ ინფორმირებული იყო, ამიტომ მათ ჰქონდათ დრო, თავიანთი ნივთები შეეგროვებინათ.

"ეს საკონსულო შენობის არასაცხოვრებელ ნაწილებზე ფიზიკურ შეზღუდვებს მოითხოვს," - განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტი.

31 აგვისტოს, აშშ-მ სან ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს შენობის დახურვა მოითხოვა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები 2 სექტემბერს საკონსულოს შენობაში ჩხრეკის ჩატარებას გეგმავენ.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212