ჩაკრაბარტი: საქართველოს პოზიციები, ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, გაუმჯობესდა

ჩაკრაბარტი: საქართველოს პოზიციები, ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, გაუმჯობესდა

"ძალიან მიხარია, რომ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პოზიციები ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გაუმჯობესდა და მოწინავე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ", -  ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

EBRD-ის პრეზიდენტის თქმით, ამ გარემოებამ, საქართველოს მიღწევებმა, EBRD-ის საშუალება მისცა, მეტი ინვესტიცია განეხორციელებინა ამ ქვეყანაში. 

"სწორედ ამიტომ, 2016 წელი რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა - 17 პროექტის ფარგლებში 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ეს EBRD-ისათვის ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელი იყო საქართველოს მასშტაბით. 2016 წელს განხორციელებული ინვესტიცია ძალიან ბევრ ინოვაციას და სიახლეს მოხმარდა. მაგალითად, 80 მილიონი ევროს ინვესტიცია კერძო სექტორის წარმომადგენლების ძალიან ფართო სპექტრს მოხმარდა. მათ შორისაა ჯანდაცვა, აგრობიზნესი, ტელეკომუნიკაციები, საკუთრები და ტურიზმი. ელექტროენერგიის კუთხით შეიქმნა კავკასიაში პირველი ქარის ენერგიის სადგური გორში.  ამგვარი სადგური პირველია კავკასიაში.

მუნიციპალურ სექტორში სამი უნიკალური პროექტის ფარგლებში 40 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორისაა ლურჯი ავტობუსები აქ, თბილისში, რომელთა შესახებაც ყველამ იცის; მყარი ნარჩენების შესაგროვებელი ავტომანქანები ქვეყნის მასშტაბით, ქობულეთში კი აშენდა წყლის გადამამუშავებელი ქარხანა. ტრანსპორტის კუთხით გაფორმდა სუვერენული სესხი, რომელიც მოხმარდება სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობას - ეს იქნება საზღვრის კვეთის წერტილი, რეგიონული ეკონომიკის დამაკავშირებელი გზა", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

1 საათის წინ

"მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მაშინ, გამომდინარე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237