მერაბ ჭანუყვაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა

მერაბ ჭანუყვაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა

„მე მოვედი თქვენთან იმისთვის, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ლანჩხუთის განვითარებისთვის არის საჭირო მოვისმინო და გვერდში დაგიდგეთ - მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ ლანჩხუთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, საკრებულოს წევრებს და გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლდათ, ის რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სამომავლოდ გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც დარწმუნებული ვარ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული. მზად ვარ კოორდინირებული მუშაობისთვის“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა.

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

1 საათის წინ

ცენტრალურ მოედანზე, სადაც საავტომობილო გზა გადაკეტილია, სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ეწყობა ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება, დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება. მსურველებს საშუალება აქვთ სპეციალური სათვალეებით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237