სილქნეტი წინანდლის მამულში შემოდგომის სეზონის პირველ კონცერტს წარადგენს

სილქნეტი წინანდლის მამულში შემოდგომის სეზონის პირველ კონცერტს წარადგენს

წინანდლის ჭავჭავაძეების მამული უმნიშვნელოვანესი მუსიკალური დღესასწაულისთვის ემზადება. სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე საგანგებოდ აშენებულ ღია საკონცერტო სივრცეში მსოფლიოში ცნობილი კლასიკური მუსიკის ვირტუოზები შეიკრიბებიან. 

წინანდლის მამულმა არაერთხელ უმასპინძლა მსოფლიო დონის ვარსკვლავებს. თუმცა, წელს მუსიკალური სეზონი სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებოდ აშენებულ ღია საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. წინანდლის მუსიკალური ცენტრი 1000 სტუმარზეა გათვლილი.  ამ სივრცეში 14 სექტემბერს მუსიკალური სეზონი ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის , დირიჟორის, ზუბინ მეტას და ვირტუოზი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ერთობლივი კონცერტით გაიხსნება.

სწორედ ამ მუსიკალური საღამოთი იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალისთვის, რომელიც "სილქ როუდ ჯგუფის“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტია. ეს იქნება მსოფლიოში პოპულარული ვერბიეს ფესტივალის ანალოგი. ჭავჭავაძეების მამულის ახალი მუსიკალური სივრცე არის ადგილი, სადაც 2019 წლიდან „წინანდლის ფესტივალი“ ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება და ამ ფესტივალის ფარგლებშივე დაარსდება საერთაშორისო მუსიკალური აკადემიაც. 

„ბედნიერი ვარ, რომ საფუძველი ჩაეყარა წინანდლის ფესტივალს, რომელიც გააგრძელებს წინანდლის ისტორიას, ევროპული და ქართული კულტურის დაახლოების ისტორიას. ეს არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ საგანმანათლებლო ინიციატივაა. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ მინისტრს. მისი მხარდაჭერის გარეშე ამ წამოწყების ხორცშესხმა შეუძლებელი იქნებოდა“ - განაცხადა სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა. 

კონცერტმა უკვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ კომპანია „სილქნეტის“ გადაწყვეტილებით , ამ მუსიკალური საღამოს პირდაპირ ტრანსლირებას „სილქ უნივერსალი“ უზრუნველყოფს. ყველა მსურველი შეძლებს კონცერტის პირდაპირ ეთერში თვალის მიდევნებას. 

ფესტივალის პარტნიორები არიან: "TBC Status“, “Club Iveria“, “Porsche“, "Chronograph’’, მედია მხარდაჭერები კი "National Geographic საქართველო“ და არხი სილქ უნივერსალი.
წინანდლის მუსიკალური საღამო “Chek in Georgia” ფარგლებში ტარდება. 

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

11 ივნისი, 2018

ინფორმაციას ავრცელებს ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილიც.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212