პრემიერი: კახეთს განსაკუთრებული კულტურული პოტენციალი და მდიდარი ინტელექტი აქვს

პრემიერი: კახეთს განსაკუთრებული კულტურული პოტენციალი და მდიდარი ინტელექტი აქვს

"მინდა გითხრათ, რომ კახეთს კულტურული მიმართულებით აქვს განსაკუთრებული პოტენციალი. ეს რეგიონი ყოველთვის მდიდარი იყო ინტელექტით და სწორედ ეს ინტელექტი ინარჩუნებს დღემდე იმ თვითმყოფადობას, იმ განსაკუთრებულ კულტურას, რომელიც აქ წარმოიშვა და რომელმაც არა მარტო კახეთის, არამედ საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. " - განაცხადა პრემიერმა კახეთში, კანდიდატების წარდგენისას.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურის განვითარებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯება, რათა თითოეულ რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი მივლენ, ნახავენ ახალ სპექტაკლებს, კინოხელოვნების ახალ ნიმუშებს და არ იქნება საჭიროება იმისა, რომ ამისთვის აუცილებლად დედაქალაქში იყოს წასასვლელი. ადგილობრივი კულტურის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, როგორც ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნირების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან "რუსთავის ფოლადისთვის" შეღავათიან ტარიფზე

08 ივნისი, 2018

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით. რუსთავის...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212