მეუფე დიმიტრი: მეუფე პეტრემ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი

მეუფე დიმიტრი: მეუფე პეტრემ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე თავისი განცხადებებით პროკურატურის წისქვილზე ასხამდა წყალს, როცა ამბობდა რომ შორენა თეთრუაშვილი მძლეთამძლეა.

ამის შესახებ მეუფე დიმიტრიმ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც სვამს საზოგადოება, მათ შორის ჩვენც არის ის - რა შუაში იყო საერთოდ შორენა თეთრუაშვილი და მისი მკვლელობა, გაუგებარი იყო და დღემდე გარკვეულ კითხვეებს აჩენს. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ამ დაკითხვის პერიოდში იყო ერთგვარი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ ზეწოლა იმისა რომ შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე და რომ ის გარკვეულწილად წყვეტს ეკლესიის საკითხებს, მას შეუძლია შეაჩეროს ადამიანის წინსვლა ან საერთოდ დააბრკოლოს და ა.შ. რაზეც მე მათ განვუცხადე და ასევე ბევრმა მოწმემ, მღვდელვმთავრები მყავს მხედველობაში, ეს შეურაცხყოფაა ეკლესიის, პატრიარქის, რადგან ეკლესიას მართავს სინოდი და ყოფილა შემთხვევა, სინოდის სხდომის დროს, რომ როდესაც მის უწმინდესობას ჰქონდა სურვილი, რომ რომელიმე კანდიდატს ასახელებდა მღვდელმთავრად, სინოდი წასულა წინააღმდეგი. დღეს მოვისმინეთ ახალი ტერმინი- შურისძიება. ეს მაინცადამინც მყარი ვერ არის. ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ , როდესსაც ის წარსდგა სასამართლოს წინაშე , როდესაც ის ამტკიცებდა რომ შორენა არის მძლეთამძლე. ეს მართალი გითხრათ ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. მან ამით პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი არვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად",- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და დღეს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბიოლოგიაში- 2 ბრინჯაო და 1 სიგელი

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბიოლოგიაში- 2 ბრინჯაო და 1 სიგელი

3 საათის წინ

ოლიმპიადის მონაწილეებს პრაქტიკული და თეორიული გამოცდები უტარდებოდათ უჯრედულ ბიოლოგიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში და ბიოქიმიაში, გენეტიკაში, მოსახლეობის გენეტიკაში და ევოლუციურ გენეტიკაში ცხოველთა და მცენარეთა ანატომიასა და ფიზიოლოგიაში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080