მეუფე პეტრე: მოსამართლემ თვითმკვლელობა ჩაადენინა საქართველოს მართლმსაჯულებას

მეუფე პეტრე: მოსამართლემ თვითმკვლელობა ჩაადენინა საქართველოს მართლმსაჯულებას

ჭყონდისის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს შეფასებით, დღეს, "ციანიდის საქმეზე" გამოტანილი განაჩენით, სასამართლომ თვითმკვლელობა ჩაიდინა და ასევე, თვითმკვლელობა ჩაადენინა ქართულ მართლმსაჯულებას.

"მოსამართლემ ჩაიდინა თვითმკვლელობა და ასევე თვითმკვლელობა ჩაადენინა საქართველოს მართლმსაჯულებას. დაამტკიცა რომ ის არის მემკვიდრე პილატეს სასამართლოსი და ის არის მემკვიდრე 80-იანი წლების წინ კომუნისტური სასამართლოსი, რომელმაც უდანაშაულო მღვდელს დახვრეტა მიუსაჯა“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და დღეს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

59 წუთის წინ

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევაში გამოკვეთილი საკითხები, მათ შორის შემაშფოთებელი სტატისტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, ფემიციდის შემთხვევათა გარემოებები და სახალხო დამცველის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186