გვარამია დეკანოზ მამალაძეს შემდეგ ინსტანციებში ადვოკატობას ანაზღაურების გარეშე სთავაზობს

გვარამია დეკანოზ მამალაძეს შემდეგ ინსტანციებში ადვოკატობას ანაზღაურების გარეშე სთავაზობს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატობას ანაზღაურების გარეშე სთავაზობს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დეკანოზს სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ შესთავაზა.

"ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას", - წერს ნიკა გვარამია Facebook-ში. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

1 საათის წინ

"მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას", - განაცხადა პრეზიდენტმა სამხედრო ფიცის დადების დასრულების შემდეგ.  შეგახსენებთ, დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამხედრო ფიცის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237