''ნაცმოძრაობის'' ქუთაისის ორგანიზაციამ საუბნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადა

''ნაცმოძრაობის'' ქუთაისის ორგანიზაციამ საუბნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადა

"ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიის წევრების შერჩევა დაასრულა. აღნიშნულ პროცესს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ორგანიზაციაში პროტესტი გამოუცხადეს. როგორც ორგანიზაციის ლიდერი გია უკლება ,,აიპრესთან" აცხადებს, საუბნო კომისიები წინასწარ ცნობილი სიებით დაკომპლექტდა და 50 ისეთი ადამიანი დაამტკიცეს, რომელთაც გაფრთხილება და შენიშვნები ჰქონდათ.

"ნაციონალური მოძრაობა" კომისიის წევრების გასაუბრების გზით შერჩევას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღეს და კენჭისყრით ჩატარდა.

"შესარჩევი კონკურსი უკვე ჩატარდა და "ნაციოალური მოძრაობის" მიერ წარდგენილმა კომისიის წევრებმა ამაში მონაწილეობა არ მიიღეს. კომისია არ დათანხმდა არცერთ ჩვენს შუამდგომლობას, შეთავაზებას, რომ ამას კონკურსის სახე მისცემოდა. ჩატარდა კენჭისყრები. 61 ადამიანი იყო, რომელსაც შენიშვნა, გაფრთხილება ჰქონდა და 50 ისევ კომისიაში დაამტკიცეს.

ეს ის ადამიანები არიან, რომელთა შეცდომებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიეს და ასეთი ადამიანები დატოვეს კომისიაში. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მათ მიერ შერჩეული კომისიის წევრები. ისინი, ვინც მორჩილად ასრულებდნენ "ოცნების" დაკვეთას, ისევ იქნებიან კომისიაში,"-განაცხადა ქუთაისის "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერმა გია უკლებამ "აიპრესთან".

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

1 საათის წინ

ცენტრალურ მოედანზე, სადაც საავტომობილო გზა გადაკეტილია, სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ეწყობა ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება, დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება. მსურველებს საშუალება აქვთ სპეციალური სათვალეებით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237