ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 27 სოციალუად დაუცველ ოჯახს ახალი სახლები გადაეცემა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 27 სოციალუად დაუცველ ოჯახს ახალი სახლები გადაეცემა

წლის ბოლოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 27 სოციალუად დაუცველ ოჯახს ახალი სახლები გადაეცემათ. სოციალურად დაუცველებს ახალ კეთილმოწყობილ სახლებს ზუგდიდის გამგეობა უშენებს,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია, პირადად გაეცნო.

ამ ეტაპზე, 23 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი დამატებით კიდევ 4 სახლი აშენდება, რომლისთვის დაახლოებით 500 000 მდე ლარი დაიხარჯა.

სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები, რომლებსაც სახლები უშენდებათ გამგეობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება. 2 წლის განმავლობაში, ახალი სახლები 41 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 968 897 ლარი გამოიყო.

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

29 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212