სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გამო, მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ მან Fox News- თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ სან ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს დახურვამ ორ ქვეყნის დიპლომატიური ობიექტების რაოდენობა გაათანაბრა.

ნოიერტმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ამისა, აშშ საკონსულოს დახურვის შემდეგ, რუს დიპლომატებს ქვეყნიდან არ აძევებს.

"ვიმედოვნებთ, დავუბრუნდებით სიტუაციას, როდესაც რუსეთთან ზოგად საკითხებზე ვიმუშავებთ", - დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

31 აგვისტოს, აშშ-მ სან ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს შენობის დახურვა მოითხოვა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები საკონსულოს შენობაში ჩხრეკის ჩატარებას გეგმავდნენ.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212