"ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთის პარტიული სიის მეორე ნომრად გიორგი ღურჯუმელიძე წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთის პარტიული სიის მეორე ნომრად გიორგი ღურჯუმელიძე წარადგინა

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”ოზურგეთის ორგანიზაციის პარტიული სია უკვე დამტკიცდა.- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

"ამჯერად, „ოცნება“ ახალი მოწვევის საკრებულოში, არჩევანს ახალგაზრდა კადრებზე აკეთებს.

ოზურგეთის ორგანიზაციის პარტიული სიის მეორე ნომრად “ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი ღურჯუმელიძე წარადგინა.

პროფესიით ეკონომისტი, 29 წლის გიორგი ღურჯუმელიძე 2012 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

2006 – 2010 წლებში წარმატებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. 2012 წლიდან პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებს.

ის საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, განათლებულ, პერსპექტიულ, მიზანმიმართულ, პრინციპულ საჯარო მოხელედ, რომელიც გარშემომყოფებში მაღალი რეპუტაციით და ავტორიტეტით სარგებლობს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს."- აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

2 საათის წინ

"გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლებმა პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარის ნაპირებიდან და კალაპოტიდან ამოიღეს. დღეს ორი მდინარის -...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172