უცხოელი სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს იწყებენ

უცხოელი სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს იწყებენ

სამეცნიერო-კვლევითი გემის “Mare Nigrum” საშუალებით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“ ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ.

პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს, რომლის შედეგადაც 12 სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“. (http://emblasproject.org/wp-content/uploads/2017/04/Georgia_brochure.pdf )

შავი ზღვის კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ახალ საკითხებსა და მეთოდებს: 
1. დნმ-ის კვალით გამოვლენილი ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი: 
2. შავი ზღვის ფსკერზე ბაქტერიების სახით დალექილი/დაშლილი ტოქსიური დამაბუნძურებლების გამოკვლევა;
3. შავი ზღვის დამაბინძურებელი ნივთიერების ნუსხის შემდგომი სრულყოფა: 


შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, გარემოს ეროვნულის სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად შავი ზღვის ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის.

სამეცნიერო ჯგუფს ბათუმის პორტში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და სააგენტოს სპეციალისტები დახვდნენ. 

სამეცნიერო კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს შავი ზღვის ქვეყნებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

28 წუთის წინ

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212