ყვარლის მუნიციპალიტეტში ფოთლოვანი ტყე იწვის

ყვარლის მუნიციპალიტეტში ფოთლოვანი ტყე იწვის

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარია, დაახლოებით ნახევარი ჰექტარის ფართობზე ფოთლოვანი ტყე იწვის.

"ხანძარი ე.წ. "ბაწკინტოლას" სერზე დილით შევნიშნეთ, ადგილი მიუდგომელია, სახანძრო მანქანები ადგილამდე ვერ მივიდნენ. მეხანძრეებმა და ადგილობრივებმა რამდენიმე საათის ფეხით სიარულის შემდეგ მიაღწიეს ცეცხლის კერამდე. ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული", - განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა შილდის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან ხუციშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დროში მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზება, რათა მეხანძრეებთან ერთად მოსახლეობაც ჩაერთოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
 

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

16 წუთის წინ

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212