ადვოკატი: მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა, შორენა გაგიჟდება და საპატრიარქოს წრეებს დაარტყამსო

ადვოკატი: მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა, შორენა გაგიჟდება და საპატრიარქოს წრეებს დაარტყამსო

"ციანიდის საქმეში" ბრალდებულის, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი სულხან კომახიძე "ვახო სანაიას დღის ამბებში" საუბრისას აცხადებს, რომ ის ჩანაწერები რაც გაასაჯაროვა პროკურატუამ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ ადასტურებს იმას, რომ დეკანოზო შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა. 

"თქვენ ტელეეკრანებზე ნახეთ მხოლოდ ერთი, როდესაც ირაკლი მამალაძე ეკითხება გიორგი მამალაძეს სად უშვებ შორენასო, შორენას - მარილზეო პასუხობს დეკანოზი. სად მარილზე? და შემდეგ გრძელდება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები.

შემდეგ მოდის საუბარი, რომ შორენა თეთრუაშვილიზე მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებაში წერია, რომ შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის სიცოცხლეში გაგიჟდება და საპატრიარქოს დაუწყებს წრეების რტყმას და მას საპატრიარქოში არ შეუშვებენ. ეს არის ორ ადამიანს შორის პრივატული საუბარი, გაგიგიათ სადმე "მარილზე გაშვებული" ადამიანი, მკვდარი ადამიანი, რომ საპატრიარქოს წრეებს ურტყამდეს?", - განაცხადა სულხან კომახიძემ. 

თბილისის მერმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

თბილისის მერმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

9 წუთის წინ

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძე შვილებთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. სამხედრო ფიცი თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ვითარებაში 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო. „დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237