პროკურორი: დეკანოზ მამალაძის ციხიდან გამოსვლა წარმოუდგენელია

პროკურორი: დეკანოზ მამალაძის ციხიდან გამოსვლა წარმოუდგენელია

"ციანიდის საქმის" პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხიდან გამოსვლა წარმოუდგენელია, ამის შესახებ მან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"სასამართლოს არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ადვოკატების განცხადებები, თითქოს, დეკანოზი მამალაძე დღეს დუმილს დაარღვევდა და ახალ რამეს იტყოდა რეკლამა იყო და სხვა არფერი, რადგან ბრალდებულს საბოლოო სიტყვაში სიცრუის გარდა არაფერი უთქვამს. 

"დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა სიცრუეზე იყო აგებული, თითქოს მასზე გამოძიების მხრიდან ზეწოლა მოხდა. მას 6 ადვოკატი იცავდა, ყველა პროცესს ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, როგორ შეიძლება ვინმე ისაუბროს სიცრუეზე. ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი რომ ის ახალს იტყოდა რამეს. უტყუარი მტკიცბულების ფონზე ჩვენ ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო ადვოკატები ქმნიან ცრუ მოლოდინს, ვითომ ბრალდებული შეიძლება გამოვიდეს, ეს წარმოუდგენელია. მხოლოდ ერთი დასასრუი შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს, ეს არის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობს. 

"აიპრესის" კითხვაზე, რა უთხრა დეკანოზმა მალაძემ მოსამართლეს საბოლოო სიტყვის დროს, პროკურორმა განაცხადა: დეკანოზმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას აქვს ბევრი დამსახურება და არის კარგი სასულიერო პირი, სცადა თავის მსხვერპლად წარმოჩენა და მოსამართლის დარწმუნება, რომ ის უდანაშაულოა, თუმცა ფაქტები სხვაზე მეტყველებს",- განაცხადა წიკლაურმა.

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

22 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237