ლევან იზორია ამერიკელ დიპლომატებს შეხვდა

ლევან იზორია ამერიკელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფ ჰარტმანსა და ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა.

ლევან იზორიამ მათ ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ყურადღება საქართველოს მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მიმოვიხილეთ წარმატებული პროექტები, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთობლივად განვახორციელეთ. მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი მთავარი გეგმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით იმპლემენტაცია იქნება. ამ თვალსაზრისით მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გავუსვით ხაზი“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრო.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

5 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237