დეკანოზის ადვოკატი: სასამართლოებზე სხვა მოწმეებმაც თქვეს, გველის შხამს შორენა ჩვენც გვთხოვდაო

დეკანოზის ადვოკატი: სასამართლოებზე სხვა მოწმეებმაც თქვეს, გველის შხამს შორენა ჩვენც გვთხოვდაო

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატებმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს, ბრალდებულის დასკვნიდან დღევანდელ დღემდე, რა დარღღვევები იყო ამ საქმეში. 

ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუ მოსამართლე ობიექური იქნება, ის გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს.

"დასკვნით სიტყვაში ჩვენ პრაქტიკულად შევაჯამეთ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დღიდან დღევანდელ დღემდე რა სამართლებრივი დარღვევებია ამ საქმეში. ასევე, ვისაუბრეთ იმ  სამართლებრივ აბსურდზე, რომელსაც პროკურატურა უყენებს ბრალად და ვერ ადასტურებს. ვფიქრობ, რომ თუ მოსამართლე ობიქტურია, დღვანდელი შეჯამებისას გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს. ვერ დადგინდება ვისგან შეიძინა ციანიდი, რადგან ეს ასე არ მომხდარა.

ციანიდზე ექსპერტიზა ჩატარებული არ არის, ვინმეს ხელის კვალი არის თუ არა. ციანიდს დეკანოზს შორენა სთხოვდა. ალბათ, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ არც გველის შხამს სთხოვდა დეკანოზს შორენა, თუმცა სხვა მოწმეებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც გამოვიდნენ და თქვეს, ჩვენც გვთხოვდა გველის შხამსო. ყველა მტკიცებულებებით ჩანს, რომ შორენა სთხოვდა მამა გიორგის ციანიდს",- განაცხადა ფანცულაიამ.   

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

22 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237