პროკურორი: დეკანოზის ბრალულობაში გამამტყუნებელი განაჩენით კიდევ ერთხელ დარწმუნდებით

პროკურორი: დეკანოზის ბრალულობაში გამამტყუნებელი განაჩენით კიდევ ერთხელ დარწმუნდებით

თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების დასკვნითი სიტვით გამოსვლა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა. 

როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, პროკურატურა რეპლიკით აუცილებლად ისარგებლებს. დეკანოზ მამალაძის ადვოკატების დასკვნითი სიტყვა არ ეყრდნობოდა მტკიცებულებებს, არგუმენტებს და კონკრეტულ გარემოებებს

"6 ადვოკატის მრავალსაათიანი გამოსვლა ე.წ. დასკვნითი სიტყვით საკმაოდ ვრცელი იყო, თუმცა მათი გამოსვლა ერთ მარტივ უაზრო ვერსიამდე დაიყვანება, რასაც ე. წ "ოქრომჭედლის ვერსია" ჰქვია. ადვოკატების გამოსვლა არის იმის მცდელობა, თითქოს ბრალდებული შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს და ამაში სურთ დაარწმუნონ მოსამართლე. ასევე, არის მცდელობა, ბრალდებული წარმოაჩინონ თითქოსდა უსამართლობის მსხვერპლად. ისინი კარგად ხვდებიან, რომ დადასტურდა ბრალდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს და ეს მათგან მოსალოდნელიც იყო.

მათი დასკვნითი სიტყვები არ ეყრდნობოდა მტკიცებულებებს, არგუმენტებს და კონკრეტულ გარემოებებს. მათ მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდათ, მაშინ როცა ჩვენ ასზე მეტი ადამიანი დავკითხეთ. ისინი მხოლოდ დისკრედიტირებული და არასანდო მოწმის ფირცხალავას ჩვენებას ეყრდნობოდნენ, რომელიც ამ საქმეში არაფრისმომცემია. სიმართლე გითხრათ, არც გვქონია მოლოდინი, რომ რაიმე არგუმენტებს შემოგვთავაზებდნენ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ეს არ არის მთავარი, რადგან როცა ადამიანს მკვლელობის მომზადებას ვედავებით, მთავარია რისთვის უნდოდა და რა მიზნით მიჰქონდა ციანიდი. აი, ეს შეკითხვა უნდა დავსვათ. ამ შეკითხვაზე პასუხი თითქმის გაცემულია და გამამტყუნებელი განაჩენით ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.

დღეს, გიორგი მამალაძე სასამართლოზე საბოლოო სიტყვით გამოვა. როგორც აიპრესს ადვოკატმა განუცხადა, დეკანოზის დასკვნითი სიტყვა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდება.

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

22 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237