ადვოკატი: თუ მოსამართლე მამა გიორგის არ გაამართლებს, ეს მართლმსაჯულების კატასტროფა იქნება

ადვოკატი: თუ მოსამართლე მამა გიორგის არ გაამართლებს, ეს მართლმსაჯულების კატასტროფა იქნება

"ციანიდის საქმეში" ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს "ციანიდი" ჩაუდეს".

ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე მამა გიორგის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიხეილ რამიშვილის შეფასებით, ეს ქვეყნის სირცხვილი იქნება. 

"აბსოლუტურად ყველა ადვოკატმა ვთქვით ჩვენი დასკვნითი სიტყვა, მოსამართლეს მოვახსენეთ, თუ როგორი დარღვევებია და არაბუნებრივ საქმესთან გვაქვს საქმე. ნიუანსები იყო, კონკრეტულად იდო ყველაფერი, დასკვნითი თვალსაზრისით შეფასებული იყო ყველა ის ჩვენებები, მტკიცებულებები, რომლებიც არანაირად არ ასაბუთებდა დაკავებულის ბრალს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აღნიშნული ციანიდი მამა გიორგის "ჩაუდეს", უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია, რომ თუ იქ იქნებოდა ამდაგვარი რამ , მათ არ აღმოეჩინათ. შესაბამისად, ეს არ იქნა აღმოჩენილი, იმიტომ, რომ არ არსებობდა. ეს აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ბარგის შესამოწმებლად დასჭირდათ 9 საათი, მიიღეს შესაბამისი მითითებები, თუ რა და როგორ უნდა ემოქმედათ, ამის შემდეგ აღმოაჩინეს. აქედან გამომდინარე ჩვენ სრულყოფილად ვისაუბრეთ იმ დასკვნაზე, რომ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და იმედი მაქვს, რომ მოსამართლე იქნება მართლა დამოუკიდებელი, სამართლიანი, ობიექტური და მიიღებს მამა გიორგის მიმართ გამამართლებელ განაჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი მართლმსაჯულების კატასტროფა", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. 

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

22 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237