ხულოს გამგებელი: ჩემი აზრით, ხულოს გამგეობამ 2016 წელი ნაყოფიერად დაასრულა

ხულოს გამგებელი: ჩემი აზრით, ხულოს გამგეობამ 2016 წელი ნაყოფიერად დაასრულა

"არაფრის მომცემი დაპირებები, ვერ შესრულებული ბიჯეტი"- ასე შეაფასა დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხულოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ირაკლი ჯორბენაძემ. როგორც ჯორბენაძე "აიპრესთან" აცხადებს გამგებლის მოხსენება გრაფიკიდან იყო ამოვარდნილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბიუჯეტში დარღვევებზეც საუბრობს.

"გამგებლის მოხსენება იყო გრაფიკიდან ამოვარდნილი, მხოლოდ იმაზე საუბრობდა თუ რის გაკეთებას აპირებენ სამომავლოდ, არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ თუ რა გააკეთეს. არ ყოფილა საუბარი: წყალსადენზე, ინფასტრუქტურაზე, გზების რეაბილიტაციაზე. ექვსი თვის მონაცემბით 2017 წლის ბიუჯტი მილიონ 194 ათასი ლარითაა გარღვეული. არაფრის მომცემი დაპირებები, ვერ შესრულებული ბიუჯეტი, აი ეს არის ამათი ნამოქმედარი და ოთხი წლის მოღვაწობა", -აცხადებს ჯორბენაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კი, ნაყოფიერად შესრულებულ სამუშაოზე საუბრობს. ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, ოპონენტების შენიშვნები უსაფუძვლოა. მისივე მტკიცებით ბიუჯეტში არანაირი დარღვევა არ არსებობს.

"ჩემი აზრით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ნაყოფირად დასრულა 2016 წელი, როგორც საბიუჯტო თვალსაზრისით, ასევე სხვა მიმართულებებითაც, არ გვქონია ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა რომელიც არ გადაგველახოს, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ინფრასტრუქტურა, მე გამოვყოფდი წყლის სისტემის, კანალიზაციის სისტემის, სკოლამდელი აღზრდის, მთების ელექტროფიკაციას, ბეშიმის განვითარებასა და ერთ-ერთი მთავარი საჯოგიადან წყლის მოყვანა. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენ უკვე შევასრულეთ და რა საკითხებზეც აჭარის მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ. ოპოზიციის შენიშვნები არის უსაფუძვლო და რაც შეეხება ბიუჯეტს აქ არავითარი დარღვევა არ არის",- განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

27 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212