გურჯაანის მუნიციპალიტეტში 12 000 ტონა საფერავის და 32 000 ტონა რქაწითელის მოსავალს ელოდებიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 12 000 ტონა საფერავის და 32 000 ტონა რქაწითელის მოსავალს ელოდებიან

კახეთში რთველი რამდნიმე დღეა დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურის უფროსის ივანე ბასილაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის გურჯაანში ყურძენს ორი საწარმო იბარებს.

"რთველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან, სამთაწყაროდან დაიწყო, ამ ზონაში, სხვებთან შედარებით, ყურძენი მალე მწიფდება. გურჯაანში უკვე იკრიფება საფერავი, რქაწითელის კრეფაც დაახლოებით 10 სექტემბრიდან დაიწყება. ამჟამად ორი ღვინის ქარხანა იღებს ყურძენს: ვაჩნაძიანისა და გურჯაანის დუგლაძეების ღვინის ქარხანა. ამ დღეებში პროცესს ველისციხის ქარხანა - კახური ტრადიციული მეღვინეობაც შეუერთდება. სულ რამდენი ტონაა დაკრეფილი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს", - აღნიშნა ივანე ბასილაშვილმა. 

ივანე ბასილაშვილის თქმით, წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 12 000 ტონა საფერავს და 32 000 ტონა რქაწითელის მოსავალს ელოდებიან.

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

30 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212