ფოთში მეორე სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში მეორე სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ნ .ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო.მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის ვიცე -მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია გაეცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ვრცელებს. 

სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციის სამუშაოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა "მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო" ახორციელებს და მისი ღირებულება 548 ათას 832 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენს.

ფოთის ვიცე -მერის ლევან ჩოჩიას განცხადებით ,მეორე სკოლის სპორტულ დარბაზში დამონტაჟდება 500 მაყურებელზე გათვლილი ახალი ტრიბუნა, მთლიანად გამოიცვლება იატაკი ,ჭერი,კარ-ფანჯრები.

პროექტის მიხედვით სამუშაოები 2018 წლის თებერვალში დასრულდება.
 

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

2 საათის წინ

"გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლებმა პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარის ნაპირებიდან და კალაპოტიდან ამოიღეს. დღეს ორი მდინარის -...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172