სპორტის სამინისტრომ ქართველ მოჭიდავეებს ისტორიული შედეგი მცხეთაში მიულოცა (ფოტორეპორტაჟი)

სპორტის სამინისტრომ ქართველ მოჭიდავეებს ისტორიული შედეგი მცხეთაში მიულოცა (ფოტორეპორტაჟი)

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საზეიმო დახვედრა მცხეთაში გაუმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნაკრების ისტორიულ წარმატებას.

პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა, რობერტ კობლიაშვილმა და რევაზ ნადარეიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველმა მძიმეწონოსანმა, გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიგო. მეორე ოქრო საქართველოს ზურა იაკობიშვილმა მოუტანა, რომელიც პლანეტის პირველობაზე პირველად იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჯამში კი, შედეგი ისტორიული გამოდგა, რადგანაც დამოუკიდებელ საქართველოს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი აქამდე არასდროს მოუგია.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს: 

საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 15:10 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 15:10 დაამარცხა

16 საათის წინ

რევაზ ჩომახიძის გუნდმა თურქეთს 15:10 აჯობა. ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო ცენტრი ანდრია ბითაძე, რომელმაც მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა. 3-3 გოლი მიითვალეს მიხეილ ბაღათურიამ და მარკო ელაჩამ, 2-2 გოლია რევაზ იმნაიშვილისა და დამირ ცრეპულიას ანგარიშზე. ერთი გოლი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080